საქართვველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
2017-2018 წლებში, მიხეილ ჩხენკელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიცია უკვე ეკავა. 2017 წლამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობა ეკავა.
ჩხენკელი დღემდე განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.