საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოჰყვა.
თბილისში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა.
ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი დაშავდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც ავარიაში მოჰყვა არც ინტერტრანსს და არც თბილისის მიკროავტობუსის კომპანიას არ ეკუთვნის.