რუსთავში მოსწავლის სკულპტურა უკვე მეორედ დააზიანეს.
#25 საჯარო სკოლის წინ, გადასასვლელთან განთავსებულ სკულპტურას ხელი მოტეხეს.
"ეს არის განზრახ დაზიანებული, ეს ბოროტებაა. ამას ვინც აკეთებს უნდა დაისაჯოს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ადგილობრივმა.
დაზიანებული ქანდაკება "ინფო რუსთავმა" საღამოს აღმოაჩინა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ადგილზე იგივე სკულპტურა ზუსტად 1 თვის წინ დააზიანეს, თუმცა "რუსთავსერვის ცენტრმა" მისი აღდგენა მოახერხა.
შეგახსენებთ რომ სკულპტურები რუსთავის რამდენიმე სკოლასთან 15 სექტემბერს "რუსთავსერვის ცენტრმა" განათავსა.