სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დენის დარტყმის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილის ძარაზე იმყოფებოდა რა დროსაც ის მაღალი ძაბვის ელექტო სადენს გამოედო და ადგილზე გარდაიცვალა.
27 წლის მამაკაცი სამსახურიდან მივლინებით მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.
შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. როგორც "ინფო რუსთავს" უწყებაში განუცხადეს რომ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.