უბედური შემთხვევა

2017-09-11 16:11:06

სვანეთში დენის დარტყმის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილის ძარაზე იმყოფებოდა რა დროსაც ის მაღალი ძაბვის ელექტო სადენს გამოედო ადგილზე გარდაიცვალა.

ინფო რუსთავის ინფორმაცით, 27 წლის მამაკაცი სამსახურიდან მივლინებით მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე დარჩა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინფო რუსთავს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით მიმდინარეობს.