მანქანა შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა და გადავარდა (ვიდეო).

2017-04-06 21:40:18

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. როგორც "რენოს" მარკის მძღოლი ჰყვება მას უკნიდან მომავალმა "ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილმა დაარტყა რის შემდეგაც საჭის მართვა ვეღარ შეძლო, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავტომობილში მძღოლის გარდა 2 უცხოელი მგზავრი იმყოფებოდა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. პატრულის თანამშრომლებმა "ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილი შეჯახების წერტილიდან რამდენიმე მეტრში ნახეს. პოლიციის თანამშრომლებს მანქანა მიტოვებული დახვდათ.