ავტოსაგზაო შემთხვევა [video]

2019-11-11 16:03:34

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალ სამგორში. [ვიდეო/video]

ერანეთს "ოპელის" მარკის ავტომობილი და " სამთვალა მოტოციკლი" დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა 57 წლის მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს - " ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მიმდინარეობს კლინიკურ-ლაბორატორული კვლევები. პირველადი დათვალიერებით იკვეთება თავის ტრამვა, შემდგომი მონიტორინგის მიზნით პაციენტი მოთავსდება ემერჯენსის განყოფილებაში".

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.