კომპანიია "რუსთავის წყალში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ აბონენტებს წყლის მიიწოდება დანიშნულ დრომდე ადრე აღუდგებათ.
"ხრამის სათავე ნაგებობაზე ტექნიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს რეზერვუარის შევსება და წყალი მოსახლეობას ეტაპობრივად აღუდგება. ვფიქრობთ რომ წყლის მიწოდება იმაზე მალე მოხდება ვიდრე დაგეგმილი გვქონდა", - განაცხადა კომპანია "რუსთავის წყალი"-ს გენერელური დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ.
დაგეგმილია რომ 16:00 საათამდე წყალმომარაგება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს სრულად აღუდგება.