რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება [video]

2019-11-07 11:49:03

რუსთავის წყალი ხვალ 8 ნოემბერს წყალმომარაგების სისტემაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. [ვიდეო/video]

ხვალ, 8 ნოემბერს, კომპანია "რუსთავის წყალი" ხრამის სათავე ნაგებობაზე მნიშვნელოვან ტექნიკურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანია, ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით სატუმბო სადგურში ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 8 ნოემბერს 16:00 საათიდან, 9 ნოემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს.

კომპანია "რუსთავის წყალი" მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე  მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.