ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

2019-11-05 16:31:41

კახეთში, კონკრეტულად კი ყვარელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა."მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები 18-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ლევან ხუციშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილები შილდელები არიან.

მანქანა ნაწილ-ნაწილ არის დაშლილი. ასეთი შემთხვევა არასოდეს მინახავს“,- განაცხადა ხუციშვილმა.

გარდაცვლილები არიან ნიკა კევლიშვილი, შოთა ხუტუნაშვილი, დიმა ასაბაშვილი და უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება ანრი კარჭაული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, "რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".