"სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის თანამშრომლები აბონენტების ბინებში წყლის გამაცხელებლების შემოწმებებს აგრძელებენ. ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით,"სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლები 7 592 ბინაში იმყოფებოდნენ, აქედან შემოწმდა 3 850 ბინაში დამონტაჟებული სისტემა. 3 742 ბინაში კი სხვადასხვა მიზეზის გამო წყლისგამაცხელებლის შემოწმება ვერ მოხერხდა. შემოწმებების შედეგად 2 305 დანადგარი არასწორი მონტაჟის გამო ქსელიდან ჩაიხსნა. დანადგარები კი, რომელითა მონტაჟი უსაფრთხოების ყველა ნორმებს აკმაყოფილებდა მხოლოდ 1 545 ბინაში დაფიქსირდა.