შსს-მ ერთი პირი დააკავა [video]

2019-11-02 11:09:15

კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი სანადირო თოფით დაჭრეს.

გამგებლის, აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შინაგან სამეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავცებულია ერთი პირი. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს".