საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა [photo]

2019-11-01 22:25:00

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, სოფელ წერეთელთან.

არსებული ინფორმაციით, ერთმენეთს ჟიგულისა და "ფორდის" მარკის 2 ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ჟიგულის მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის ქალი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის მძიმედ არიან 2 ქალი და 2 მცირეწლივანი ბავშვი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფორმაციას 24news.ge/ ავრცელებს