ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

2019-11-01 15:19:01

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ საძაგლიშვილი სრულიად შეურაცხადად იქნა ცნობილი.

"გუშინ მივიღეთ ეს დასკვნა, რის საფუძველზეც მოსამართლემ მიიღო საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

საძაგლიშვილს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამი წლის ვადით მკურნალობა დაენიშნა", - განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, პეკინის ქუჩაზე, თამარ საძაგლიშვილმა მცირეწლოვანი სახის არეში დაჭრა.