ქუთაისისა და თბილისის ქუჩებიდან, ახალდარგული ნერგები მოიპარეს. ააიპ. უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, საუბარია 6 ძირ ალვის და 20-20 ძირ კიპაროსისა და ფიჭვის ხის ნერგებზე. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ ღამით მოხდა. ზაზა კუპატაძის თქმით, მოპარულ ნერგებს ახლით ჩაანაცვლებენ, ტერიტორიის განახლება უახლოეს დღეებში მოხდება.