რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა. ამის შესახებ ინფო რუსთავს საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს.
მცხეთა-თბილისის ეპარქიას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას რუსთველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს.
მეუფე იოანე რუსთავის ეპარქიას 2008 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.