მეუფე იოანემ რუსთავის ეპარქია დატოვა

2019-10-31 15:13:23

სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას რუსთველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს.

სხდომაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, მეუფე კალისტარტეს გარდაცვალების შემდეგ, ბოლო სამი თვეა ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა.

მეუფე იოანე რუსთავის ეპარქიას 2008 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.