ზუგდიდის მუნიციპლიტეტში, სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დაშავებულია სამი ახალგაზრდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სწრაფად მიმავალი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც ზუგდიდის საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებული სამი ახალგაზრდიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.