რა მდგომარეობაა რუსთავის სასაფლაოზე [video]

2019-10-31 12:05:38

რუსთავის სასაფლაოზე ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხმელი ბალახი დაიწვა. [ვიდეო/video]

ცეცხლი რამდენიმენიმე საფლავზე გავრცელდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი არ დაზიანებულა.

გაიმურა რკინის კონსტრუქციები, საფლავების ჯებირები და ქვები.

დაიწვა ხე-მცენარეები და დეკორატიული ყვავილები. მერის ინიციატივით, იმ საფლავებზე სადაც ხე-მცენარეები დაიწვა ჭირისუფლებს სანერგე მეურნეობიდან ნერგებს გადასცემენ.

შეგახსენებთ რომ ხანძარი ე.წ. ძველ სასაფლაოზე გუშინ საღამოს გაჩნდა და ცეცხლი რამდენიმე წუთში მალევე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.