პროექტი "ღია შეხვედრები"

2019-10-30 18:19:52

პროექტს „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი პრობლემებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა სოფელ ზემო ყულარში, სოფლის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის არარსებობა.  მოსახლეობის მიერ აღნიშნული საკითხის დაყენების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, პრობლემა მყისიერად იქნა გადაჭრილი.  დღეის მდგომარეობით აღნიშნული საჭიროება მოგვარებულია. სოფელში არსებულ რეზერვუარზე დაერთდა ახალი მილები და ყულარის საჯარო სკოლას მიეწოდება სასმელი წყალი.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ მყისიერად გადაიჭრა, სოფელ ულაშლოს მოსახლეობის მხრიდან დაყენებული პრობლემური საკითხიც, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის თაობაზე.

რამდენიმე დღეა, სოფელ ულაშლოს მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის. რაც აქამდე სოფელში შიდა გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულ სოფელში ასფალტის საფარი მიმდინარე წელს დაიგო.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.