ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება შესაძლოა გადავადდეს.
კერძოდ, რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატს დასკვნა პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს.
პარლამენტს დეპუტატის გია ჟორჟოლიანის ინიციატივით საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულება 2023 წლის 1 იანვრისთვის უნდა გადავადდეს.
ცნობისთვის, 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება აქვთ ფიზიკურ პირებს (გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად), რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან.