საქსტატის შეხვედრა რუსთავში.

2017-04-05 13:47:34

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რუსთავში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს სტატისტიკური მონაცემების და საჭირო ინფორმაციის, მომხმარებლისთვის მიწოდება წარმოადგენდა. შეკრებილებმა იმ ხელშეწყობაზე ისაუბრეს, რაც შესაძლოა,  ადგილობრივიმა მმართველობამ და ბიზნეს წრეებმა ,სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით მიიღონ. ინფორმაცია აღნიშნულ თემებზე შეკრებილებს, უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა მიაწოდა. შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართელობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.