საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა

2019-10-29 15:10:29

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ქობულეთში. ავარიის შედეგად ორი მე-12 კლასელი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟრბი.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.