პაციენტის შვილმა ექიმი სცემა

2019-10-29 13:59:37

ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანი შვილი, ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

ინციდენტის შედეგად, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ქირურგმა დავით გერლიანმა, პაციენტს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა. ოპერაციის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.