საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღეა, ეძებს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.
ოჯახის ინფორმაციით, სანდრო ბერაძე ოჯახის წევრებს ტელეფონით ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა.
"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო სამწუხაროდ. ამის ღიად თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გადვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითრხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო", - ამბობს სანდრო ბერაძის დედა.
სამძებრო სამუშაოებში, რომელიც ამ წუთებში ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდიანრეობს - ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ოჯახის წევრები და მეგობრები დახმარებას ითხოვენ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დარეკოთ ნომრებზე – 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 57 99 34.