თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტომანქანის მძღოლია.
ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.