ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2019-10-28 18:42:03

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარია ახალციხე-ადიგენის გზაზე მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.