მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

2019-10-28 12:34:23

ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა.

მამაკაცი სხვადასხვა მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბლურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.