მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

2019-10-27 21:28:52

თბილისში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ზე შესული შეტყობინების თანახმად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ, მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იყო ნაპოვნი.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო ასევე პოლიციის ეკიპაჟები.

მაშველებმა მყვინთავების დახმარებით, მტკვრიდან შუახნის კაცის ცხედარი ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.