სად აიკრძალება თამბაქოს მოწევა.

2017-04-05 11:23:23

შესაძლოა ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა, თამბაქოს მოწევა სრულიად აიკრძალოს. თამბაქოს კონტროლის  კანონში ცვლილებების პაკეტს, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. შესაძლოა ასევე აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება  საჯარიმო სანქციები.პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება.