ველომსვლელობა გარდაბანში

2019-10-27 13:44:20

გარდაბანის მუნიციპალიტეტში ველომსვლელობა მოეწყო.

მსვლელობა აზერბაიჯანული წარმოშობის გეოგრაფიის მასწავლებელის, გამიდ სადიჰის მხარდასაჭერად გაიმართა. მასწავლებელი ადრეული ქორწინების გაპროტესტების გამო რამდენიმე დღის წინ საჯარო ბულინგის მსხვერპლი გახდა.

"3 ძირითადი მესიჯი აქვს ამ აქტივობას. ლოკაცია ავირჩიეთ იმის გამო, რომ მასწავლებელი გამიდი არის გარდაბნელი და ჩვენ ამით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას, ეს გახლავთ პირველი და ძირითადი მესიჯი.  მეორე მესიჯი არის ის, რომ ჩვენ გვიყვარს ბუნება და გვსურს ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვას. მესამე კი უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, შენახვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა", - აცხადებს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ელნურ ალიევი.

ველომსვლელობა 35 კილომეტრიან მონეკვეთზე მოეწყო, გარდაბნის სოფელ ყარაჯალარიდან დაიწყო და სოფელ ნაზარლოში დასრულდა.