საპატრულო პოლიცია რუსთავის სკოლებთან

2019-10-27 12:55:02

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც მოსწავლეების სასკოლო ექსკურსიაზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რუსთავში საპატრულო პოლიცია ამოწმებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, მიზეზი გამკაცრებული რეგულაციებია.

მძღოლისა და იმ სატრანსპორტო საშუალების შემოწმება, რომლითაც მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების გადაყვანა ხორციელდება, რამდენიმე მიმართულებით ხდება. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია მძღოლის კვალიფიკაციასა და ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას ამოწმებს. ასევე მძღოლს უტარდება ალკოტესტი.

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველებმა რაიმე სახის დარღვევა აღმოაჩინეს, მძღოლს სასკოლო ექსკურსიაზე მოსწავლეების გადაყვანის უფლება არ მიეცემა.

შემოწმება რუსთავში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება. 

შეგახსენებთ, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და  ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობებიინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა. დეტალები იხილეთ მითითებულ ბმულზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები