ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.
ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი, რომელიც ტრაილერს მართავდა გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.