რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, "რაღაცნაირ ლიფტში" გაკრული საინფორმაციო სტიკერები უკვე დააზიანეს.
"ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ სტიკერი, რომელიც ერთ-ერთ ლიფტში, სარკეზე იყო გაკრული, განადგურებულია. საინფორმაციო სააგენტოს წყარო ვარაუდობს, რომ მან, ვინც ლიფტის კაბინაში სტიკერი ჩამოხია, ინფორმაციის მიღებას სარკეში ჩახედვა ამჯობინა.
შეგახსენებთ, პროექტ "რაღაცნაირი ლიფტის" განხორციელება რუსთავში 21 ოქტომბერს დაიწყო. პროეტის ფარგლებში, მე-8 მიკრორაიონში არსებული 4 ლიფტის კაბინაში მწერლების, სარეკომენდაციო წიგნების, ფილოსოფოსების, მოაზროვნეების გამონათქვამებისა და ასზე მეტი მხატვრის ილუსტრაცია გაიკრა.