"რაღაცნაირი ლიფტი" რუსთავში

2019-10-21 18:35:09

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, პროექტის "რაღაცნაირი ლიფტის" ფარგლებში, 4 ლიფტში სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას, იდეის ავტორმა ამირან ჯანჯღავამ განაცხადა, ლიფტები, მსოფლიოს, სხვადასხვა ეპოქის მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ფილოსოფოსის ნააზრევით, რუსთავის შესახებ ისტორიული ფაქტებით, 100-ზე მეტი ცნობილი მხატვრის ნახატების ილუსტრაციითა და საქართველოს კონსტიტუციიდან ძირითადი უფლებების ამონარიდით გაფორმდება.

"მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში, ლიფტი ზოგადად არის არაესთეთიკური, არაჰიგიენური სივრცე. გადავწყვიტეთ, ლიფტები ვაქციოთ განათლების ხელშეწყობის საშუალებად. გვინდა, რომ ლიფტიდან გამოსული ადამიანი უფრო საინტერესო და უფრო ინფორმაციულად გაზრდილი გავხადოთ", - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.