თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.