თბილისის ძიუდოს აკადემიის დარბაზში 1-2 აპრილს ცეკვის 2017 წლის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რუსთავის სხვადასხვა საცეკვაო გუნდმა მიიღო. ჩემპიონატში რუსთავიდან გუნდები: თანამედროვე და სპორტული ცეკვების სტუდიები " Hot Chocolate" , "მოზაიკა", Fresh Star, Super Stars მონაწილეობდნენ. სკოლებს შორის ჩატარებულ ჩერლიდინგში კი რუსთავის №22, №20, №13, №5 და №25 სკოლები მონაწილეობდნენ. მათგან №5 საჯარო სკოლა მე-3 ადგილის პრიზიორი გახდა. საერთაშორისო ჩემპიონატში სულ 4000-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, მათ შორის უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლები.
ჩემპიონატში რუსთაველი მოცეკვავეების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
(9-11 წლამდე) Hot Chocolate-ის დუეტი მარიამ ლოლაშვილი, თამარ ბეჟიტაშვილის დუეტი - 3 ადგილი.
(12-15 წლამდე ჩერლიდინგი) Hot Chocolate - 2 ადგილი ნია ქუსიკაშვილი დიანა ღვინჯილია
· მოზაიკის მოცეკვავე ლევანი ბაშელეიშვილი - მე-3 ადგილი
2 აპრილს ჩატარებულ ჩემპიონატის შედეგები: