გაზის გაჟონვის ფაქტი

2019-10-21 17:56:55

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა მოხდა თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში „ბეთლაივის“ ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა.

დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ მოათავსეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ 4 ადამიანი გაზის ინტოქსიკაციით ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო: პრაიმტაიმი