მოზარდს მატარებელი დაეჯახა

2019-10-21 16:55:13

მეტროსადგურ "გოცირიძეზე", მოზარდს მატარებელი დაეჯახა. დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.