რუსთავის ტყე-პარკში შინაურმა პირუტყვმა ახალი დარგული ნერგები გაანადგურა. დაზიანებულია 50 ფიჭვის ნერგი. რუსთავის უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ რომ, პირუტყვები სანომრე ნიშნების მიხედვით უკვე იდენტიფიცირდნენ. შემთხვევის გამო, ზედამხედველობის სამსახური, პირუტყვის მეპატრონეებს ფინანსურ სანქციას დააკისრებს. საქონლის მეპატრონეეებს, ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა მოუწევთ.