ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

2019-10-21 13:15:23

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში, 80 წლამდე ბაბუამ, შვილიშვილი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, 27 წლამდე ახალგაზრდას, დაზიანებები, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

დაშავებული, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცი უკვე დაკავებულია და ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.