წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მკვიდრმა, 21 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მშობლებმა მამაკაცი ჩამომხრჩვალი სახლის უკან, სათბურში იპოვეს.
რა გახდა სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.