სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ადგილობრივი მწყემსი. დახოცილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.