რუსთავის სკოლები და ბაღები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 4 დღის განმავლობაში დაისვენებენ. ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 აპრილს აღარ გამოცხადდებიან და დაისვენებენ 15,16 და 17 აპრილს. დიდი ხუთშაბათი სკოლებისთვის დასვენების დღე აღარ იქნება. ცვლილება სააღდგომო არდადეგებში წელს შევიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სააღდგომო არდადეგები წელს საგაზაფხულო არდადეგებმა ჩაანაცვლა.