რუსთავში მამაკაცი ჭაში ჩავარდა

2019-10-20 00:40:12

რუსთავში 60 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა.

შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე, საწარმოო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცი 5 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და გაიჭედა. მამაკაცი შველას ითხოვდა, საბედნიეროდ იქვე ახლოს მწყემსი აღმოჩნდა რომელმაც მამაკაცის ხმა გაიგო, სწორედ მან დარეკა 112-ზე და გამოიძახა სამაშველო სამსახური.

ადგილზე დროულად მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მაშველებმა 60 წლის მამაკაცი ჭიდან ამოიყვანეს.

მამაკაცი პრევენციის მიზნით სასრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.