ელექტრონული მუსიკის საღამო რუსთავში

2019-10-19 21:33:02

რუსთავში, ღია ცის ქვეშ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა. “არტარეას ფესტივალი” ქალაქში “Check In Georgia” - ს ფარგლებში განხორციელდა.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის “არტარეა ფესტივალის” მეორე ლაივის ფარგლებში ქიმიკოსთა კულტურის სახლის უკან Kordz-ისა და DRO-ს საღამო მოეწყო. საღამოზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი კი Tetso, იგივე გიორგი ტეცოშვილი იყო.

ფესტივალი  რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.