პოლიციამ 1 პირი დააკავა [video]

2019-10-19 10:39:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კახეთში, სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1972 წელს დაბადებული ე.ა. [ვიდეო/video]

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ე.ა.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.