კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 4 აპრილს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე "მარანი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, რის გამოც დღეს, 4 აპრილს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას. წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს".