ძლიერი აფეთქება თბილისში

2019-10-19 08:50:31

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.

დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის უწყება ინფორმაციას არ ფლობს.

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული.