ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა

2019-10-18 17:26:07

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გომბორის უღელტეხილზე.

არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იხო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.